Კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ოფერტას შპს „ლმ ალიანს“-სა (შემდგომში „კომპანია“) და მომხმარებელს შორის.
1.2. საიტზე (lm-alliance.com) რეგისტრაცია ან მომსახურების შეკვეთა ნიშნავს, რომ მომხმარებელი სრულად ეთანხმება წინამდებარე პირობებს.
2. მომსახურების აღწერა
2.1. კომპანია უზრუნველყოფს ლოჯისტიკურ მომსახურებას, რაც მოიცავს აშშ-ს აუქციონებიდან (Copart, IAAI და სხვა) შერჩეული ავტომობილების ტრანსპორტირებას, დასაწყობებას და საინფორმაციო მხარდაჭერას.
2.2. კომპანია მოქმედებს როგორც აგენტი/შუამავალი მომხმარებელსა და მესამე პირებს (აუქციონები, გადამზიდავი ხაზები, პორტები) შორის.
3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
3.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ავტომობილის ტექნიკურ, ვიზუალურ ან მექანიკურ მდგომარეობაზე. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მეორადი ავტომობილის შეძენა დაკავშირებულია რისკთან.
3.2. კომპანია არ აგებს პასუხს აუქციონის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე ან ფარულ დეფექტებზე.
3.3. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ფორს-მაჟორული გარემოებებით (შტორმი, გაფიცვა, პანდემია, საბაჟო რეგულაციების ცვლილება) გამოწვეულ დაგვიანებებზე.
4. გადახდის პირობები
4.1. მომხმარებელი ვალდებულია აუქციონზე მოგებული ლოტის ღირებულება გადაიხადოს ინვოისის გამოწერიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
4.2. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, აუქციონის მიერ დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმა (Late fee, Storage fee) სრულად ეკისრება მომხმარებელს.
5. ტვირთის დაზღვევა
5.1. ტვირთის დაზღვევა არ არის სავალდებულო, თუმცა რეკომენდებულია. დაზღვევის გარეშე ტრანსპორტირებისას, ტვირთის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა კომპანიას არ ეკისრება.
6. დავების გადაწყვეტა
6.1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ საგადასახადო ვალდებულებებსიალურობის პოლიტიკის შეცვლისთვის. განახლებები გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე ცვლილების ამოქმედების თარიღით.
კონტაქტები
ტელეფონი:
ელფოსტა:
თბილისი, საქართველო
თბილისი, 0159
GE
აშშ, სავანა
გარდენ სითი
GA 31408, აშშ
აშშ, ლოს ანჯელესი
კარსონი
CA 90745, აშშ
აშშ, ჰიუსტონი
ბეითაუნი
TX 77523, აშშ
აშშ, ნიუ ჯერსი
ლინდენი
NJ 07036
აშშ, ტაკომა
ტაკომა
WA 98421